მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილების, სხვადასხვა რეგიონებში სასმელი წყლის უკმარისობის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემცირებისა და ზღვის დონის მატების გამო, 2050 წლისთვის მსოფლიოში 143 მილიონ მიგრანტი იქნება.
საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნები სამ რეგიონს მოიცავს: სამხრეთ აზია, სუბსაჰარული აფრიკა და ლათინური ამერიკა.
ანგარიშის მიხედვით, ესაა ყველაზე „ცხელი წერტილები", სადაც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 55%-ია თავმოყრილი.
მიგრაცია უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო გააქტიურდება. მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი კი სოფლებიდან იქნება.
ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში მსოფლიო ბანკი ქვეყნების ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ სოფლად მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებაზე.