logo_geo
eng_logo
კლიმატის ცვლილების გამო 2050 წელს მსოფლიოს 143 მილიონი მიგრანტი ეყოლება
- +

20 მარტი. 2018. 17:05



მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილების, სხვადასხვა რეგიონებში სასმელი წყლის უკმარისობის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემცირებისა და ზღვის დონის მატების გამო, 2050 წლისთვის მსოფლიოში 143 მილიონ მიგრანტი იქნება.


საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნები სამ რეგიონს მოიცავს: სამხრეთ აზია, სუბსაჰარული აფრიკა და ლათინური ამერიკა.


ანგარიშის მიხედვით, ესაა ყველაზე „ცხელი წერტილები", სადაც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 55%-ია თავმოყრილი.


მიგრაცია უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო გააქტიურდება. მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი კი სოფლებიდან იქნება.


ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში მსოფლიო ბანკი ქვეყნების ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ სოფლად მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებაზე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner