საფრანგეთის ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ლიდერმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ათგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა - ტედი რინერმა თბილისის გრან-პრის გათამაშებაზე რეგისტრაცია დღეს გააუქმა.
ტედი რინემრმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და გრანდ-პრის გათამაშებაზე ჭიდაობა გადაიფიქრა.
საფრანგეთის ვაჟთა და ქალთა ნაკრები თბილისში 17 ძიუდოისტით ჩამოვა:
კაცები:
-60 კგ. ვინსენტ ლიმარი, რიშარ ვერგნე; -66 კგ. დანიელ ჟინი, კევინ აზემა; -81 კგ. ჯონათან ალარდო, ალპა უმარ ჯალო; -90 კგ. იბრაჰიმ კეიტა; +100 კგ. ჰამზა უშანი
ქალები:
-48 კგ. მელანი კლემენი; -52 კგ. ამადინ ბუშარი; -57 კგ. ელენ რეშევო; -63 კგ. კლარის აბგენოუ; -70 კგ. მარი ივ გაჰიე; -78 კგ. ოდრი შუმეო, მადელინე მალონგა; +78 კგ. რომანე დიკო, ანა ფატუმატა მბაირო.