საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რომის პაპს ფრანცისკეს რომის პაპის ტახტზე არჩევის ხუთი წლისთავი მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, - რომის პაპის ტახტზე არჩევის ხუთი წლისთავს. დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი წინააღმდეგობები და პრობლემებით სავსე სიტუაციაა, თქვენი მოღვაწეობა და მშვიდობისთვის ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. დიდი სიყვარულით ვიხსენებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და ჩვენს შეხვედრებს. გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და შემდგომ წარმატებულ წლებს" , - წერია პატრიარქის მილოცვაში.
რომის პაპი 2016 წელს სამდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. აეროპორტში მას ილია II და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დახვდნენ. 2 ოქტომბერს კი დამშვიდობების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.