ავტორი ანა ნონიკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის გარკვევას „რეპორტიორი" შეეცადა.
ომარ დალბაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს.
ომარ დალბაშვილი, პენსიონერი: „ყველას აქვს უფლება, დაბრუნდეს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეს".