„შსს-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლ.ს. დააკავა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ლადო სადღობელაშვილი. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.