logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ნინო ლომჯარიასთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა...
- +

21 მარტი. 2018. 01:13


 

„ყველა მოძალადე, კაცი იქნება ის, თუ ქალი, რასაკვირველია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ზვიად დევდარიანს, ცოტა ზომაზე მეტად, ხომ არ გადაუარეთ ქალებო?... მისი შვილების და ოჯახის წევრების უფლებებზე, თუ გიფიქრიათ ვინმეს საერთოდ?... ამ ადამიანის შვილები, რომ თავჩაქინდრულნი გაივლიან ქუჩაში, თქვენ, ჰუმანური საზოგადოება, კმაყოფილები იქნებით ალბათ და... იმ ხალხის აზრი უფრო მეტად მაინტერესებს, როგორც ქალსა და როგორც ჟურნალისტს, ვისთან ერთად ბატონი ზვიადი, ქალთა უფლებებს, თავადვე რომ იცავდა... მართლა მაინტერესებს და იქნებ, ვინმემ მიპასუხოს..." - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ობუცმენთან ნინო ლომჯარიასთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა... - ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია ზვიად დევდარიანთან, მას შემდეგ რაც ხსენებული სკანდალი აგორდა და თუ დაინტერესდა მისი ოჯახის წევრების მდგომარეობით?... ის ხომ ყველა ადამიანის უფლებებს თანაბრად უნდა იცავდეს წესით და ამ მხრივ, რა ქმედითი ღონისძიება ჩაატარა? ასევე, ... აწუხებს თუ არა მას როგორც ქალს, დევდარიანის მეუღლის, როგორც ქალის მდგომარეობა?... იქნებ ამის შესახებ, პატივი დაგვდოს ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ და გვიპასუხოს... ცხადია, ამ თემის მიმართ, დიდია საზოგადოების ინტერესი და ეს კითხვები ხალხში მუსირებს...

 

მაინტერესებს, გარდა იმისა, რაც უკვე ითქვა მედიის საშუალებით, დევდარიანის მხრიდან ქალთა სექსუალური შევიწროების შესახებ, თუ არსებობს კიდევ, მისი მხრიდან ძალადობის ის ფაქტები, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგალითად, თუ არსებობს გაუპატიურების ფაქტები?... თუ განადგურებაა, ბარემ ბოლომდე გავანადგუროთ, ეს გარყვნილი, მოსასპობი და მიწაზე დასათხლეში - ზვიად დევდარიანი!...

 

მე, როგორც ქალს და ადამიანს, მჭირდება ფაქტები და ამისთვის, მკაცრად დასჯილი დანაშაულის ჩამდენი. არ მინდა, ლაყბობა და პოლიტიკური პროსტიტუცია ეთერში, მითუმეტეს, როცა ლაპარაკია ქალების სექსუალურ შევიწროებაზე... ეს ომი, თუ დაიწყო, უნდა იყოს უსამართლობის წიააღმდეგ მიმართული და არანაირად, არ უნდა გადაიზარდოს ენჯეოშნიკების ძალთა დაგანაწილების ტატამად, იგივე სარბიელად...

 

დააშავა? კი ბატონო - დააკავეთ და აგოს კიდეც პასუხი...ოღონდ, ორი თვის შემდეგ, ნუ დავრჩებით იმით კმაყოფილები რომ, დევდარიანი, იმ პოსტზე არ მოხვდება, რასაც ის და მისი პროტეჟე ლომჯარია უმიზნებდნენ და იქ დაინიშნება ის, ვის გამოც ეს სკანდალი აგორდა... მოკლედ რაა, მაგარ შარში ვართ ქალები..." - წერს ლიპარტელიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner