„ქართული მარშის" წევრი ბექა ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მთელი სოროსის სექტა ფეხზეა! ვინ ითხოვს „ქართულ მარშზე" სისხლის სამართლის საქმის აღძვრას!
სოროსის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული არასამთავრობო როგანიზაციები და მათი ლიდერები!
სულხან სალაძე- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია";
თამარ კინწურაშვილი - „მედიის განვითარების ფონდი";
ნატა ძველიშვილი - „ჟურნალისტთა ქარტიის საბჭო";
ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველო"...
ეს სოროსის დაფინანსებული ჭინკები ითხოვენ რომ ხელისუფლება დასაჯოს და გაასამართლოს „ქართული მარშის" ბიჭები....
ერთი ხელისუფლებამ გაბედოს...
ვინ აძლევს ამ ჭინკებს ლეგიტიმაციას?
ჯორჯ სოროსი...
ამათთვის ქრისტეს დაცინვა და შეურაცყოფა არის გამოხატვის თავისუფლება!
აღნიშნული ორგანიზაციების სოროსის მიერ დაფინანსების შესახებ წერია „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" საიტზე გარანტების ბაზაში...
P.S ქართული ჟურნალისტიკის და მედიის მაკონტოლებელმა ნატა ძველაშვილმა განაცხადა რომ გაბუნიას განცხადებაზე „ქართულ მარშს" თურმე ქარტიისთვის უნდა მიემართა...
ვაა, სოროსელებისთვის უნდა მიგვემართა განცხადებით რომლებიც ეკლესია და რელიგიას ებრძვიან", - წერს ბექა ვარდოსანიძე.