logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: კაცი ქალს როცა სამსახურს სექსის სანაცვლოდ ჰპირდები, ხარ არაკაცი!
- +

21 მარტი. 2018. 02:21



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„კაცი ქალს როცა სამსახურს სექსის სანაცვლოდ პირდები, ხარ არაკაცი და შენსავე სავარძელზე მისაკასტრირებელი ანდა ბანალურად დასაბრედი. ზვიად დევდარიანის თემამ შექმნა პრეცენდენტი _ როცა კაცი ამ ბრალდებებით გამოაჭენეს. საჯარო ტიპებს, ჩინოვნიკებსა და ბიზნესმენებს უნდა ეშინოდეთ ამგვარი ქცევისთვის რომ გამოამზეურებენ. მთავარია, ამ გამოჭენებებს არ მიეცეს პირადი ან პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე, რაც ჩვენს საზოგადოებაში გასაკვირი არაა... და კიდევ, სექსით დაშანტაჟებული ქალების დაცვის საქმეს აშკარად არ უნდა მიაკარონ „ქალთა მოძრაობა". შენს გუნდში თუ მოძალადეს ვერ შიფრავ, მითუმეტეს, რომელიც თურმე შენსავე გუნდელებსაც ეჩალიჩებოდა, და მერე პოლიტიკური კონიუნქტურისთვის აქტიურდები, სანდოობაზე თავს ნუღა დადებ", - წერს გიორგი უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner