პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს:
„სტალინმა რა ტერიტორიაც დაგვიტოვა ის შევინარჩუნეთ? შევინარჩუნეთ ის რაოდენობა ქართველებისა რამდენიც დაგვტოვა? და საერთოდ რამის შენარჩუნება შეძლო ვითომ დამოუკიდებელმა და სუვერენულმა საქართველომ? გარდა განადგურებისა, იმ წლებში შექმნილი დოვლათისა? ვერ ვხვდებით რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და გამოვასწოროთ? დღეს მაგალითად თელავში გასვლითი სხდომა გვაქვს ღია და გამჭვირვალე მართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსი და რა გგონიათ განიხილება? არც მეტი არც ნაკლები 50% ქალების უპირობო შეყვანა პარლამენტში ანუ კვოტით. გაგიგიათ არჩევითი ორგანო კვოტირებით? ყველა სფეროში დაპირისპირების კერას გვიქმნიან სოროსი და მისი მიმდევრები. მისმა უწმინდესობამ ტყვილა არ შემოჰკრა განგაშის ზარები, დროა გამოვფხიზლდეთ!" - წერს კვიციანი.