ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეიძლება მე ბევრი ვინმე და რამე არ მომწონდეს „ქართული მარშის", არც ის გინებები და მიხტომები და ძალადობა, მაგრამ ახლა ვერავის ვაღლიცინებ სანდრო ბრეგაძეზე, კაცი გულის შეტევით სავადმყოფოშია გადაყვანილი და რა კომენტარებს ვკითხულობ, მარშის გვერდზე, ღმერთო ჩემო ასე რამ გაგვაბოროტა!" - წერს ჯღარკავა.