logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: შორენა პატრიარქის სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავს!
- +

21 მარტი. 2018. 03:41


 

„ეს პოსტი გასული წლის 6 ოქტომბერს დავწერე და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვფიქრობ და შეიძლება, ითქვას, უფრო მკაცრიც ვიქნებოდი მავანი დიდი თუ პატარა იერარქის მიმართ, ვინც უკვე აშკარად და დაუფარავად ებრძვის პატრიარქს! დედამიწაზე ვერავინ დამარწმუნებს, რომ „ციანიდის საქმე'" მოგონილია და დეკანოზი მამალაძე კი უმანკო, უდანაშაულო კრავი! იგი იმ დიდი, ბოროტების ჯაჭვის ერთი რგოლია, რომელიც მღიერასავით შემოარტყეს ქართულ ეკლესიას და რომელსაც, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ძალიან ბევრი სასულიერო პირი თავისი გაუაზრებელი ქმედებებით უწყობს ხელს!... თუმცა, უფალი მეფობს და მარადიულია მისი მეუფება და ძალა!" - ამის შესახებ ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სანამ დავიწყებდე, ვიტყვი იმას, რომ ოთხშაბათს არ მინახავს ნაკუდარი კოდუას ჟურნალისტად წოდებული ნაცოლარის, ნანული ჟორჟოლიანის სამარცხვინო გადაცემა და ალბათ, არც ვუყურებდი, რომ არა ერთი ქალბატონის, ლალი (შავშიშვილის მიერ გამეტებული და სკოლიდან „მგლის ბილეთით" გაგდებული, უდანაშაულო მოზარდების, ძმებ ალექსიძეების დედის) ტკივილით სავსე გზავნილი ჩემს მობილურზე: „გული გამისკდება ახლა"... მერე აღშფოთებული ადამიანების აქ დადებულმა კომენტარებმა მიმახვედრა, რომ რაღაც საშინელი ჩაიდინა ამ „დემოკრატიის შუქურის მანათობელმა ვარსკვლავმა" და ვნახე გადაცემა... არა, ამას გადაცემის გარდა ყველაფერი ერქვა... ეს იყო მორიგი უნიჭო მცდელობა იმ ბნელი ძალების გათეთრებისა, რასაც ასე წარმატებული წარუმატებლობით აკეთებს ეს ჟურნალისტად წოდებული დედაკაცი!

 

ნანულის წყაროს, რომელიც ასე „თანმიმდევრულად და პროფესიონალურად" აწვდის მას „კონფიდენციალურ ინფორმაციებს", ალბათ „დაავიწყდა" მისთვის ეთქვა, რომ ვერანაირი სჯულის კანონით, პატრიარქის სისხლით ნათესავი ვერ გახდება პატრიარქი! ეს იმათთვის, ვისაც ‘'ციანიდის'' საქმე პატრიარქის ძმისშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ჰგონია!

 

რაში დასჭირდა ქალბატონ ნანულის ყველაზე ოდიოზური ტარას შავშიშვილის „გათეთრება" და მისი „ფაქიზი" სენტიმენტებით ჩვენთვის გულის აჩუყება, ეს ჩემთვის პირადად, ძნელი მისახვედრი არაა! საპატრიარქოს ანალიტიკური სამსახური შავშიშვილის ხელში! იმ ტარასას ხელში, რომელიც არის ყველაზე ოდიუზური ფიგურა და მეტიც - სოსო თოფურიძის „შემცვლელადაც" კი შეიძლება მივიჩნიოთ! იმ თოფურიძის, რომელიც ზოგიერთ მღვდელმთავარს აიძულებდა (სავარაუდოდ, კომპრომატების გამოქვეყნების მუქარით! ან რაღაც „დიდის'' სანაცვლოდ) სინოდის სხდომების „პირდაპირი ტრანსლაცია" მოეხდინა ჩართული ტელეფონებით, ოღონდ „მალულად"!

 

ქალბატონი ნანულის კითხვა -რაში სჭირდებოდა დეკანოზ მამალაძის დაკავება დღევანდელ ხელისუფლებას, უკვე  დანაშაულია და უკვე ზღუდავს რესპოდენტს, კითხვას ობიექტური პასუხი გასცეს! ეს უკვე პირდაპირი ბრალდებაა ხელისუფლების მიმართ, რომ მას დასჭირდა ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა „ციანიდის საქმის" სახით! თუმცა, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამით ვინ უფრო იხეირა, გონიერი მკითხველი თავად მიხვდება!

 

„დეკანოზი მამალაძე უდანაშაულოა" - „სრული პასუხისმგებლობით" აცხადებს ის არსება, რომელმაც დანაშაული დაინახა ორ, უდანაშაულო მოზარდში - ძმებ ალექსიძეებში და სიცოცხლე გაუმწარა, სული დაუსახიჩრა არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ოჯახს, დედას და ისედაც სარეცელს მიჯაჭვულ, მათ მძიმე ავადმყოფ მამას! ტერორის გზით აიძულა მასწავლებლები, ყალბი ჩვენებები მიეცათ ამ ბავშვების წინააღმდეგ და „მგლის ბილეთით" გააგდო სკოლიდან, თანაც ისეთი ტერორი გამოაცხადა, ისე დააშინა თბილისის ყველა სკოლა, რომ მათ მიღებაზე ყველა სკოლა უარს აცხადებდა! მერე ქარელის გიმნაზიის რექტორმა, ჩემმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სტეფანე კორინთელმა დამირეკა - მოიყვანონ ეს ბავშვები და ჩვენს გიმნაზიაში განაგრძონ სწავლა და თუ საჭიროა, უწმინდესსაც ჩავაყენებ საქმის კურსშიო... მერე უწმინდესი ჩაერია და ქალბატონ ლალის სთხოვა, ამ ნაძირალა შავშიშვილისთვის ეპატიებინა, თუმცა... ადამიანურ, დედურ ძალებს აღემატება, ასეთ უსახურს შენი შვილების გამწარება აპატიო!

 

...სოსო ოხანაშვილი ჯერ რომ დაცვის უფროსი გახდა და მერე მეუფე დიმიტრის სიძე, ეს უფრო მაეჭვებს, ვიდრე პირიქით რომ მომხდარიყო - ჯერ სიძე გამხდარიყო და მერე - დაცვის უფროსი!

 

... ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ოხანაშვილი იმიტომ დაჰფოფინებდა უწმინდესს, რომ მისი სიყვარულით ბნედა სჭირდა! იქნებ, სწორედ მან იცოდა, რომ იმ ანდერძში არ ეწერა ის გვარი, მას და მის დაჯგუფებას რომ აწყობდა და ამიტომაც უნდოდათ, მანამდე „ეცოცხლებინათ" პატრიარქი, სანამ იმ ანდერძში მისთვის სასურველი კანდიდატის გვარს არ ჩაწერდა?! (თუმცა, აქვე უნდა დავამატო, რომ დაცვის უფროსს არაფერი ესაქმება უწმინდესის ანდერძთან და თუ მან იცოდა ანდერძის შინაარსი, თუ ანდერძი საერთოდ არსებობდა, ეს უკვე დანაშაულია!)

 

თურმე, კოდუას ნაცოლარს, ძალიან აშფოთებს და უცნაურად ეჩვენება, რატომ ჩადის ანზორ ჩუბინიძე გერმანიაში უწმინდესის ოპერაციამდე... შესაბამისი სტრუქტურები ადრეც რომ აქტიურად ჩარეულიყვნენ, ძალიან ბევრ საფრთხეს აარიდებდნენ უწმინდესს! როცა უკვე აშკარა და ნათელი გახდა ოხანაშვილის და მისი მფარველების გეგმები, პატრიარქის მათ იმედად დატოვება უკვე არა პატრიარქის, არამედ სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა!

 

...უწმინდესი წაბრძანდა, იკეთებს ოპერაციას, რომელზედაც გამოცდილი გერმანელი ექიმები არ იძლევიან გარანტიას... ამ დროს მასთან არის ოხანაშვილი, თუმცა, მანამდე აქ, მეუფე პეტრეში იღვიძებს „სამართლიანობის" განცდა და უპირისპირდება შორენა თეთრუაშვილს, ალბათ იმ უიშვიათეს პირს საპატრიარქოში, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქის ერთგულია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მას ძალიან უყვარს, არამედ იმიტომაც, რომ მისი სიცოცხლე, უწმინდესის სიცოცხლეზეა დამოკიდებული... მეუფე პეტრეს ახლაღა „ახსენდება" შორენას „კრიმინალური" წარსული, რითაც ცდილობს, საზოგადოება „მიაჩვიოს" აზრს, რომ შორენასთვის კრიმინალი არაა უცხო! ოღონდ, მაინც და მაინც მაშინ, როცა უწმინდესის სიცოცხლე ბეწვზე კიდია, რატომ ახსენდება პეტრე ცაავას ეს ამბავი, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი! თანაც, უნამუსოდ ხმამაღლა, ისეთი ცინიკური სახით, როგორც სჩვევია, ამბობს უწმინდესზე: „გამობრძანდეს და თქვას, რომ ვერ მართავს ეკლესიას"... ეს სწორედ იმას გავს, როცა მას ეკლესია უკვე „უპატრონო'' ჰგონია... „უპატრონო ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიანო" და აი, მცდელობაც, დაპატრონებისა! კაცი, მხცოვანი პატრიარქი, იქ, შორს თავისი სამშობლოდან, სიკვდილს ებრძვის, მის ერთ-ერთ შვილს, მიტროპოლიტს, სააკაშვილის კარის მოძღვარს, ახალაიების „გამპრავებელს", როგორც ამბობენ,2012 წელს მისი ეპარქიის მონასტრებში იარაღის საწყობების მომწყობს, რის გამოც 10 სასულიერო პირი გამოექცა იქიდან, ახლაღა ახსენდება, რომ პატრიარქი ვერ მართავს ეკლესიას! და მას ძველი ბიჭივით მიმართავს...

 

და რატომღაც, ოხანაშვილისთვის, მეუფე პეტრესთვის „რუსთავი 2" უკვე ცხადად ხდება „სამართლიანობის შუქურა" და ერთი მეორეს ასწრებენ, ვინ „გააცხადებს იქ დამალულ საიდუმლოებებს და ვინ ამხელს ეკლესიას უკეთურებაში"! (ბევრი „ღიმილუკა" მინდა აქ დავწერო, ოღონდ ირონიული)

 

მაგრამ, საქმე ისაა, რომ ბანდას, რომელსაც მოხუცი პატრიარქი „ყელში ეჩხირებოდა" ორი კურდღლის ერთად დაჭერა უნდოდა - ჩემი აზრით, პატრიარქს მოწამლავდნენ შორენას ხელით, თანაც ისე, რომ შორენა ამის აზრზე არ უნდა ყოფილიყო, პატრიარქი, ალბათ, ამას ვერ გადაიტანდა და აღესრულებოდა, შემდეგ კი ამ მომწამლავ ნივთიერებას აღმოაჩენდნენ შორენას ხელბარგში „შემთხვევით"! რასაც შორენა ვერ გადაიტანდა - ან თავს მოიკლავდა, ან უკეთეს შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ! და ამით ოხანაშვილის დაჯგუფებას (ან იმათ. ვინც ყველაფერი ამის უკან იდგა!) გზა გაეხსნებოდა საპატრიარქო ტახტისკენ - ორი „მტერი" ამ გზაზე, ჩამოცილებული ეყოლებოდათ!

 

ვინ შექმნა, ვინ „გამოძერწა" დეკანოზი მამალაძე? და ვინ გაუხსნა გზა ასეთი მაღალი თანამდებობისკენ? ნუთუ ეკლესიაში, სადაც ბევრი, უპატიოსნესი ამაგდარი სასულიერო პირია, დეკანოზ მამალაძეზე უფრო ღირსეული, დამსახურებული, გამოცდილი არავინ აღმოჩნდა? თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი, ნაწილობრივ მაინც, ჩემთვის გაცემულია - მამალაძის ანგარიშში, სადაც ის ამხელს მაღალი იერარქების ბიზნესებს, ფულით გატაცებას, ფუფუნებას, არ მოხვდა მხოლოდ რამდენიმე უმაღლესი სასულიერო პირი - მათ შორის მეუფე პეტრე, რომელსაც ერთი „საწყალი" კარეტა უდგას რეზიდენციაში, რომლის მხოლოდ ერთი ბორბალი, როგორც ამბობენ, 15000ევრო ღირს! და რომელსაც ბიზნესის კეთების „საოცარი" ნიჭი აღმოაჩნდა ეპისკოპოსობაში! და ეს იცის თითქმის ყველა მარტვილელმა!... და რაოდენ „გასაკვირიც'' არ უნდა იყოს - ამ სიაში არ მოხვდა მეუფე დიმიტრიც!

 

რა იგულისხმება ტარას შავშიშვილის სიტყვებში:  „მამა გიორგი არის ძალიან თანამდეროვე" ? ალბათ, მისი „დახვეწილი" ლექსიკით, რომლითაც ის პატრიარქსა და შორენაზე ლაპარაკობს, თუ ვიმსჯელებთ, ესაა სწორედ „თანამედროვე მღვდლის და სასულიერო პირის „სანიმუშო მაგალითი"!..

 

მისტიციზმს არანაირი კავშირი ქრისტიანობასთან არ აქვსო, ბრძანა შავშიშვილმა! არ ვიცი, რას გულისხმობს „მისტიციზმში", ყოველ შემთხვევაში, მევლანა ჯალალ-ედ-დინ რუმისა ან ტერენტი გრანელის მისტიციზმს, ნამდვილად არა! ალბათ იმას, რომ შორენა საპატრიარქოში ხშირად პოულობდა „გაურკვეველი" წარმომავლობის „თოჯინებს"... რაც, ყველამ იცის, რასაც ნიშნავს (ე.წ. ვუდუს თოჯინები) რომელთაც ძალიან დიდი, ზოგჯერ სასიკვდილო ზემოქმედებაც აქვთ.. ის, რომ ადამიანზე უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება, ამას ქრისტიანობაც აღიარებს, თუნდაც ე.წ. კვეთებულის ლოცვების არსებობით! რომლებიც პირდაპირ უარყოფითი ენერგეტიკის, ეშმაკის ხრიკების წინააღმდეგ მიმართული ლოცვებია... აღარაფერს ვამბობ, ე.წ. ელასმონის ლოცვებზე (რომელთა არსებობასაც სასულიერო პირები დაადასტურებენ!!) ფაქტია - რომ არ არსებულიყო ბოროტი ზემოქმედების ალბათობა, მაშინ არ იარსებებდა მის საწინააღმდეგოდ მიმართული „წამალი", კურნება - ანუ ლოცვა! და ძალებს, რომელთაც პატრიარქის მოშორება უნდოდათ, არც „ვუდუ-მუდუს" თოჯინებზე იტყოდნენ უარს!

 

„ვის ჩაწერს შორენა თეთრუაშვილი, თუ მას ანდერძის შეცვლა მოუნდა'' - ეს უკვე ბრალდებაა! და ამაზე სულ მცირე, პასუხი უნდა აგოს ამ ჟურნალისტად წოდებულმა, ნაკუდარი კაცის ნაცოლარმა!

 

როგორც არ უნდა მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს მავანს შორენა თეთრუაშვილი (და ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მისი ფანი არასოდეს ვყოფილვარ!) ის არის პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ადამიანი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავს კათალიკოსის სიცოცხლეს! და ზემოთაც აღვნიშნე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შორენას ის უზომოდ უყვარს! და რომ უყვარს, ამაში მე, პირადად, ეჭვი არ მეპარება!

 

რამ გაანაწყენა, გააბოროტა ის ბნელი ძალები, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, უწმინდესი გერმანიიდან ან ვერ დაბრუნებულიყო, ან „უკეთეს" შემთხვევაში, ეთქვა, რომ „ვეღარ მართავს ეკლესიას"? გააბოროტა იმან, რომ მათი დიდი ხნის წინ მომზადებული გეგმა, რომელიც უკვე უნდა განხორციელებულიყო, ჩავარდა! შორენას წინააღმდეგ, სწორედ იმ პერიოდში გაჩაღებული ბრძოლა არაფერი იყო, თუ არა ის, რომ ყველაზე ერთგული ადამიანი მოეშორებინათ უწმინდესისთვის, რითაც არც კი მინდა, წარმოვიდგინო, რისკენ გაითავისუფლებდნენ გზას ეს „თანამედროვე'' სასულიერო იერარქები!

 

 

ოხანაშვილი თუ როგორ და ვისგან „იცავდა" უწმინდესს, ეს თითქმის ყველამ იცის, ვისაც ერთხელ მაინც უცდია პატრიარქთან მიახლოება კურთხევის ასაღებად და მისი სითბოს და უდიდესი სიყვარულის შესაგრძნობად! დიახ, ოხანაშვილს ძალიან კარგად გამოსდიოდა უწმინდესის „დაცვა" იმ უბრალო, გულწრფელი მრევლისგან, ვისაც ის მართლა უყვარს, მამასავით უყვარს და პატივს სცემს!

 

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძეს - ჩემი ღრმა რწმენით, მან იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ამბობს და იცის უფრო მეტი საშინელება... ამიტომაც ცდილობენ მავანი მაღალი იერარქები, ის გაამართლონ" და ციხიდან გამოიყვანონ! ვერავინ დამარწმუნებს, რომ დეკანოზი მამალაძე მარტო იყო ამ ბრძოლაში.. არავის ეგონოს, რომ მის გამართლებას ვცდილობ, მაგრამ მგონია, რომ ის იყო „იარაღი" უფრო დიდი ვეშაპების ხელში!!! და თავისი „ძველბიჭური მანერების'' მიუხედავად, ვერ გათვალა, რაში გაიხლართებოდა!! ვის და თუ ვინმეს არ აწყობდა დღეს ეკლესიის დისკრედიტაცია. (არავის ეგონოს, უარვყოფდე იმ ნაკლოვანებების, უმსგავსობების, „დაჯგუფებების", გარიგებების და.... არსებობას, რაც იქ ხდება! დიახ, დღეს საქართველოს ეკლესიაში უამრავი პრობლემაა!)ეს ჯერ თავად ეკლესია და მერე, სახელმწიფო და ხელისუფლებაა! და ეს რომ ასეა, ამ „ბურუსით მოცული საქმის" შედეგებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ! ვინ დარჩა მოგებული? პასუხი ნათელია! და თუ ხელისუფლებამ და ძალოვანმა უწყებებმა გაასაჯაროვეს ეს საქმე, ალბათ იმიტომ, რომ იძულებულნი იყვნენ საქმის ძალიან სენსიტიურობიდან და საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესიდან გამომდინარე! და მე პირადად, მიჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებაც და ძალოვნებიც ძალიან ცდილობდნენ, ყველაფერი არ ეთქვათ, ან „ოდნავ შერბილებულად" ეთქვათ, რამაც მათ განცხადებებში ბევრჯერ გაურკვევლობა გამოიწვია! რატომ? იმიტომ, რომ ალბათ ჯერ კიდევ ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებს, ან იმათ, ვისაც ამ გზაზე დადგომა უნდა, არ დაეჯერებინათ, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთ უდიდეს საყრდენში, სულიერი დვრიტაში „კოზა ნოსტრას'' კანონები მოქმედებდა!

 

ასე, რომ ნაკუდარი კოდუას ჟურნალისტად წოდებული ნაცოლარი ნანული ჟორჟოლიანის მცდელობა, საზოგადოებისთვის „სიმართლე" ეჩვენებინა, ან ტარას შავშიშვილი - ეს ბოროტი, უგულო არსება და მისი საპატრიარქოში მიმყვანი ოხანაშვილი მსხვერპლად წარმოეჩინა, კრახით დასრულდა! და მინდა დავარწმუნო, რომ ყველა მცდელობა ასე კრახით დასრულდება, რადგან ეკლესიას განაგებს არა ყოფილი კუდელები და სოდელები, არა ეპისკოპოსები თუ მიტროპოლიტები, ან თუნდაც ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი, არამედ ქრისტე - რადგან ეკლესია სწორედ ქრისტეს მისტიური სხეულია და ის მხოლოდ სასულიერო იერარქებისგან არ შედგება - ეკლესია საერო და სასულიერო იერარქიის, ერის და ბერის მთლიანობაა და ის ქრისტეს სხეულია, რომლის დარღვევასაც 2000 წელია ასე ძალუმად, მაგრამ საბედნიეროდ, უშედეგოდ ცდილობს დაცემული ანგელოზი! დიახ, უშედეგოდ, რადგან  „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" - ბრძანებს უფალი!

 

ჯერ ვერავის გაუმარჯვია ქრისტეს ამ სხეულთან, სულთან ბრძოლაში და ვერც ისინი გაიმარჯვებენ, ვისაც საპატრიარქო ტახტი ახალი ბიზნესებისთვის, გავლენებისთვის და საკუთარი „საგულდაგულოდ გადამალული ცოდვების" წასაშლელად სჭირდება! და ყველა, ვინც დღეს საკუთარ პიარს, პოლიტიკურს თუ პირადს, ეკლესიის დანგრევის მცდელობაზე დაამყარებს, დარწმუნებული ვარ, ახლა თუ არა, ნიცშესავით ისიც სიკვდილის წინ გამწარებული, დამარცხებული წარმოთქვამს: „მაინც მაჯობე ნაზარეველო''!

 

P.S. ესაა ჩემი პირადი მოსაზრება და არ ვაპირებ არავისთან არაფრის მტკიცებას!"- წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner