უფლებადამცველი დავით ლორია „ქრონიკა +"-ის რედაქტორთან ელისო კილაძესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მსგავსი პროვოკატორი და შანტაჟისტი საქართველოს არ ახსოვს. მთელი ქვეყანა საუბრობს მის პროვოკაციებზე და ახლა მეც შევუერთდი ამ ადამიანების რიგებს.
გადაცემის დასრულების შემდეგ მანქანიდან საქმის გარჩევა დაიწყო, ჯღარკავას პოსტზე რა დაწერე და თუ რამეს თქმა გინდა ჩემს გვერდზე დაწერე თუ მაგარი ბიჭი ხარო. როცა ვუთხარი დაბლოკილი გყავარ და შევეცადე მის პროვოკაციებს გავრიდებოდი, ნაბიჭვაროო მომესმა. როცა ვკითხე მე მითხარი რამე-თქო, ვიღაც საჭესთან მჯდომი გამომეპასუხა და ერთად შეეცადნენ პროვოკაციების მოწყობას. მეც ვუთხარი ეს თქვენი საუბარი დაიმახსოვრეთ-თქო. ახლა გამოვარდა ეს ბოღმიანი და (,,განტევების ვაცის'') შინაარსით facebook-ში სტატუსების კეთება დაიწყო. კიდევ კარგი ბონდო მძინარაშვილთან და გიორგი აბდალაძესთან ერთად ვიმყოფებოდი, თორემ მათი მხრიდან შესაძლოა პროვოკაციები გაგრძელებულიყო.
ეს ყველაფრის მკადრებელი ქალი საუბრობს ვის როგორ და რატომ აშანტაჟებენ", - წერს ლორია.