logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: არ გავჩერდები სანამ მამაჩემის საქმეზე სიმართლე არ დადგინდება!
- +

21 მარტი. 2018. 03:49


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

 

„როგორც გავიგე, რამდენიმე დღის უკან მამაჩემის დაცვის ყოფილი წევრი, ვინმე გვანცელაძე ჩამოსულა თბილისში და პროკურატურაში შეუტანია განცხადება ჩემს მიერ 1994 წელს მისთვის სროლის ფაქტზე. ჩანს, ვიღაცებმა შეაგულიანეს რუსთავი ორის მომზადებული ტელეპასკვილის შემდეგ. პროკურატურაც, ვფიქრობ, ეცდება ამ ფაქტის ბინძური ვაჭრობისთვის გამოყენებას.

 

არ გავჩერდები სანამ მამაჩემის საქმეზე სიმართლე არ დადგინდება. ცუდად მიცნობთ, ტურებო! არსებობს საკითხები, სადაც პრინციპი და სიმართლე სიცოცხლეზეც მეტია, თუმც თქვენისთანა ვაჭრუკანები ამას ვერ მიხვდებიან! და მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ.

 

შაბათს, 31 მარტს, დღის ორ საათზე რუსთაველის პროსპექტზე - პარლამენტის შენობის წინ ვაწყობთ აქციას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ვისაც აზრი და სინდისი გაგიჩენთ საამისო სურვილს, მობრძანდით, ერთად დავდგეთ უსამართლობის, უზნეობის და უკანონობის წინააღმდეგ, როგორც ვმდგარვართ ადრე. ესაა და ეს..." - წერს გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner