logo_geo
eng_logo
შსს-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა!
- +

21 მარტი. 2018. 04:02


 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა", - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. 


„2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული მარშის" წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner