logo_geo
eng_logo
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეებს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში რეაგირება მოჰყვეს!“
- +

21 მარტი. 2018. 04:10


 

„საქართველოს ხელისუფლება არანაირ პროვოკაციაში არ ჩაერთვება და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასა და სხვა შემთხვევებს სათანადო შეფასებები მიეცეს და საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში რეაგირება მოჰყვეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად". როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესი და მშვიდობიანი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგე.


„პირველი მთავარი მოთხოვნა ცხედრის გადმოსვენება იყო, რაც უკვე მოხდა. შემდეგი მოთხოვნები კი საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაა. ამის გარეშე შეუძლებელი ხდება ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებას და უბრალო ადამიანებს გვქონდეს განცდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა თალაკვაძემ.


გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ტატუნაშვილის საკითხზე მომზადებულ რეზოლუციაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი, რათა მასში შეყვანილი ყველა ადამიანი გრძნობდეს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული რეაგირების გარეშე არ დარჩება და ეს ფაქტები დავიწყებას არ მიეცემა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner