logo_geo
eng_logo
ნუგზარ თინიკაშვილი: ოჯახის გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილს შაბათს დაკრძალავენ
- +

21 მარტი. 2018. 10:45


 

„ჩემი ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სრული გამოკვლევა ღამითვე მოხდება და ცხედარს ოჯახში გამთენიისას გადაასვენებენ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება და ოჯახის გადაწყვეტილებით, დაკრძალვა შაბათ დღეს იქნება", - ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

 

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26-დღიანი მძიმე მოლოდინის შემდეგ გადმოეცა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის დათვალიერება მოხდება. გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა რამდენად იქნება შესაძლებელი, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან გარდაცვალებიდან, თითქმის, ერთი თვე გავიდა.

 

ის სრულიად ჯანმრთელი, ფიზიკურად უძლიერესი პიროვნება იყო და გამორიცხულია, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა, ან სხვა რამე მცირე დაზიანება გამხდარიყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას მაინც უნდა დაველოდოთ და ამ ყველაფერზე საუბარი მერე უფრო ადვილი იქნება", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner