logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებულ ცხინვალში ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა - ესაა მთავარი პრობლემა!
- +

21 მარტი. 2018. 10:55


„საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაბრუნებოდა, მაგრამ ცხედრის გადმოსვენება ვერ გადაფარავს იმ მთავარ საკითხს, უმძიმეს დარღვევას, რაც ჩვენი მოქალაქის მიმართ განხორციელდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

 

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება 28 დღის დაგვიანებით მოხერხდა. „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ცხედარი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა გადმოსვენებული. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რაც გამოძიებისთვის აუცილებელია. მთავარი საკითხი და პრობლემა ისაა, რომ ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

 

ცხედარს ექსპერტიზა აუცილებლად ჩაუტარდება, რათა დადგინდეს ობიექტური გარემოებები, რა იყო გარდაცვალების რეალური მიზეზი" , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner