ხათუნა ხოფერია პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, რომ სამართალდამცველი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის" დროს სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატების დაკარგვის საქმით დაინტერესდნენ.
„მე ვუთხარი, რომ მე არ მივიღებ, (მონაწილეობას ტენდერში-ხ.ხ.) მაგრამ, თუ შევხედე, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ ამათ (ბოტანიკურმა ბაღებმა-ხ.ხ.) ფუნქცია დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში ვიყიდი, მაგრამ ისევ სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად თქო. "- განაცხადა ივანიშვილმა
ისე, ცნობისთვის, ამ კაცმა, მცხეთის სანერგე მეურნეობა, უნიკალური სანერგე ჯიშებით, საჩუქრად გადასცა სახელმწიფოს!
და აქვე, მივმართავ პროკურატურას! დაიწყოს მოკვლევა სახ. მუზეუმიდან გატანილი უნიკალური ნივთების და ფიროსმანის ნახატების შესახებ!
ყველას გვახსოვს მიშას განსაკუთრებული ინტერესი ამ ნივთების მიმართ... კაბინეტში ჩამოკიდებული ნიკალას ტილოები, სანდრას მოწყობილი გამოფენები საზღვარგარეთ და მოარული ხმები გაყალბებული ექსპონატების დაბრუნების შესახებ...
გამოიძიეთ და მერე სდიონ ხეებს ნაციონალებმა!!!!"- მიმართავს ხოფერია პროკურატურას.