logo_geo
eng_logo
ივანე ჯაფარიძე: ნინო ჩხეიძეს ვულოცავ დაბადების 99 წლისთავს!
- +

21 მარტი. 2018. 11:26



ჟურნალისტი და რადიოწამყვანი ივანე ჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ნინო ჩხეიძეს ვულოცავ დაბადების 99 წლისთავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და 100 წლისთავის სრულიად საქართველოში აღნიშვნას. უშანგის დას ეკუთვნის საქართველოს მოფერება ისე, როგორც მე მეფერება ამ ფოტოებზე..." - წერს ჯაფარიძე.


 

საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ჩხეიძე დაიბადა 1919 წლის 19 მარტს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.


1943 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია; განასახიერა 150-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი, მათ შორის აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია"), ეკა (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება"), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!"), ძიძა (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა"), პეპელა (გ. მდივნის „ვარდო"), მართა (ა. პარონიანის „ძია ბაღდასარი"), ეკა (რ. ჯაფარიძის „ჯარისკაცის ქვრივი"), კნეინა (შ. დადიანის „გუშინდელნი"), სოფიო (ა. წერეთლის „ბუტიაობა"), გადია (ნ. ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავე"), ცაცანა (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია") და სხვა.


გადაღებულია ფილმებში: „მაგდანას ლურჯა", „კარდაკარ", „მიხა", „ერთი ცის ქვეშ", „მე ვხედავ მზეს", „ხათაბალა", „დათა თუთაშხია" და სხვა; დაწერა წიგნი თავის ძმაზე - „უშანგი" (1998).


2000 წელს ნინო ჩხეიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner