სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია.
„ამ წუთას ვიმყოფები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში. არჩილი სახლშია. ოჯახს მიეცა საშუალება დაიტიროს შვილი... სანამ ექსპერტიზა დადებს ოფიციალურ დასკვნას, მე გეტყვით რა ვნახე საკუთარი თვალებით.
მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი, დასიებული სახე.
არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია!!! ერთმორწმუნე რუსი ძმების მიერ სადისტურად ნაწამები და ცინიკურად მოკლული!!!
რუსული, ჯალათური ექსპერტიზის დასკვნაა - ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი და გულის მწვავე უკმარისობა!!! რუსეთი მტერია!!! რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჯალათია!!! რუსეთი კლავს!!!
P.S. მივმართავ ყველას, ვინც თვლის რომ რუსეთი ერთმორწმუნე ძმა და მეგობარია, რომ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზოანოთ და ა.შ.! დატოვეთ ჩემი მეგობრების რიგები! არ მინდა მქონდეს თქვენთან არაფერი საერთო! რუსეთი ჩემი მტერია! ძალა ერთობაშია!" - წერს დავით ქაცარავა.