საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს მიმართავს, რომ მათი ქმედებები საფრთხის შემცველია.
"გუშინ, გული დაეწვათ ბოტანიკურ ბაღზე და ატყდა, ერთი ვაი უშველებელი, ტელევიზიებიც ჩაერთო ამაში. 4 ჰექტარი მიემატა ბოტანიკურ ბაღს და ქვა-ღორღიანი ადგილი ჩამოეჭრა მათივე თხოვნით. ამბობენ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს რამდენიმე პროექტი იმ ადგილას განსახორციელებელიო; რომ უნდა პრივატიზაცია წყლის, ჰაერის და მზის, იაპონიიდან უნდა რომ ჰაერის რეზერვუარი ჩამოიტანოს; ყველაფერს დაედება მაღალი ფასიო. ამ რანგის ბოდვებში ხართ გასული, გახლართულები ყველანი და გინდათ, რომ საქართველოც შეიყვანოთ. გავიწყდებათ, რომ არც ისე ბრმა არაა საქართველო, რომ ვერ დაინახოს ის, რაც ხდება და დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა. ცოცხები არავის მონატრებია. გთხოვთ, რომ ზომიერება დაიცვათ და სპეკულაციებს მოეშვათ. წინასაარჩევნო კამპანიასაც აქვს თავისი საზღვრები, 2016 წლის ოქტომბერში იქნება ნამდვილად ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი. თქვენი საქციელი ხიფათის შემცველია და ახლადგამოჩეკილ ლანსელოტ მელიას მოვუწოდებ, რომ ფრთხილად და ზრდილობიანად იყოს", - განაცხადა ქანთარიამ.