„ბელარუსის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წლიდან წლამდე ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და მოვხსნათ ყველა ის შესაძლო ბარიერი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსისთან შეხვედრის შემდეგ.
დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაა, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს შესაბამისი კონკურენტული ფასები და მოგვცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.