ავტორი ანა ნონიკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის გარკვევას „რეპორტიორი" შეეცადა.
ბეტო ბოგვერაძე, სტუდენტი: „არ მგონია, ადვილად დაბრუნდეს. დაბრუნებას და პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ძალიან დიდი საფუძველი უნდა. დღეს საზოგადოებაში არ არის შესაბამისი საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს. მისი პოლიტიკური წარსული, ვფიქრობ, არც იმის საშუალებას იძლევა, რომ ასე ადვილად ჩამოვიდეს. ჩემი აზრით, ეს იყო სიცრუის და არასწორი პოლიტიკის ცხრა წელი".