ავტორი ანა ნონიკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის გარკვევას „რეპორტიორი" შეეცადა.
შალვა დალაქიშვილი, სტუდენტი: „არ ვიცი, ალბათ, ისევ პოლიტიკოსის სტატუსით. რა ვიცი აბა, ბევრი კარგიც გააკეთა, ბევრი ცუდიც. უარყოფითადაც შემიძლია შევაფასო და დადებითადაც. ალბათ, უფრო საშუალოდ".