რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თანამდებობას დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, ვინაიდან ის თავს გადაღლილად გრძნობს. თუმცა, პუტინის თხოვნით ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამინისტროს სათავეში დარჩა.
„ის, რომ მას დიდი ხანია წასვლა სურს, არავისთვის არის საიდუმლო", - განუცხადა RTVI-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა ლავროვი საკუთარ თანამდებობაზე.