პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასო მეგობრებო!!!
ყველაზე მაგარი, საინტერესო, გამორჩეული და დინამიური ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა" სულ რაღაც 5 დღეში ნაწარმოებების მიღებას შეწყვეტს.
ბათუმი ემზადება ფინალურ ეტაპზე გადასული კონკურსანტების მასპინძლობისთვის, შემოსულია საკმაო რაოდენობის მასალა, თუმცა ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიგზავნიათ საკონკურსო ნამუშევარი, იჩქარეთ, დარჩენილია 5 დღე!!!
წინ ძალიან, ძალიან კარგი ამბები გველოდება.
რაც შეეხება უშუალოდ კონკურსის წესებს და პირობებს შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
1. ლიტერატურული კონკურსი პოეზიაში:
მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი - 1000 ლარი;
II ადგილი - 700 ლარი;
III ადგილი - 500 ლარი.
2. ლიტერატურული კონკურსი მინიატურულ პროზაში - „ასი სიტყვა":
მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ას-სიტყვიანი, ერთი პროზაული ნაწარმოები (სათაური არ ითვლება სიტყვათა რაოდენობაში).
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი - 1000 ლარი;
II ადგილი - 700 ლარი
III ადგილი - 500 ლარი
ავტორებმა ნამუშევრები word-ის ფაილით უნდა გადააგზავნონ მისამართზე: leqsebisgamofena2017@gmail.com , 2018 წლის 26 მარტამდე. აუცილებელია სახელის, გვარისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითება.
ერთ ავტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროზაშიც და პოეზიაშიც თითო-თითო ნაწარმოებით.
„ლექსების გამოფენა" ჩატარდება ბათუმში, 19-20 მაისს. დასკვნით ეტაპზე გასულ ნაწარმოებთა ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი და შიდა ტრანსპორტით (ბათუმში).
დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებულის დაბეჭდვა.
ჟიურის შემადგენლობა: როსტომ ჩხეიძე, ანი კოპალიანი, ალექსანდრე ელერდაშვილი, როინ აბუსელიძე, ჯემალ ინჯია.
ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა ჟიურისთვის უცნობია გამარჯვებულთა გამოვლენამდე.
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო პირი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ტელ: 593 214020", - წერს გენრი დოლიძე.