ავტორი ანა ნონიკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის გარკვევას „რეპორტიორი" შეეცადა.
გივი ჩარბაძე, მუსიკოსი: „ჩვენიანია და რა არის ცუდი ამაში. კარგიც გაუკეთებია, ცუდიც გაუკეთებია, ალბათ. უნდა შეფასდეს ობიექტურად".