პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილთან" დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობითთ დამტკიცდა.
„პირველ რიგში, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად ქმედითი და დროული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".