logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას
- +

21 მარტი. 2018. 21:46



პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილთან" დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობითთ დამტკიცდა.


„პირველ რიგში, მინდა  სრული მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად ქმედითი და დროული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner