logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია!
- +

21 მარტი. 2018. 22:10



საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს თავის კომენტარში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.


„დღეს პარლამენტმა მიიღო ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და ჩვენი თანამოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისა და ჩვენი ქვეყნის  სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner