„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უნდა ვაღიარო - ამ ბოლო დროს, ჩემთვის პირადად, გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი გამოხატულის ღირებულება გახდა. ძალიან, ძალიან დამღალა და დამანაგვიანა ჩემს გარშემო თავისუფლად მოფარფატე უჩინარმა, უწონო და უფასო პარაზიტმა მემბრანებმა, რომლებსაც რატომღაც „აზრებს" ეძახიან", - წერს ქურდაძე.