logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: თუ ბრმა არ ხარ, - ასეა ეს!
- +

22 მარტი. 2018. 00:30



ნუგზარ ფოფხაძე გელა კურტანიძის წერილს, რომელიც facebook-ზე გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„თუ ბრმა არ ხარ, ან... ყრუ!

ასეა, ეს!"

 


აქვე გთავაზობთ გელა კურტანიძის წერილს:

 

„ვისაც ხეების გადარგვის ამბავი კიდევ ვერ გაგირკვევიათ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ, მეგობარმა ითხოვა გამარკვიეთო და ამოვკრიბე საინტერესო კომენტარები:

 

თენგო ბოჭორიშვილი: „ამ ხეების გადატანაზე დასაქმებულია უამრავი ადამიანი, არაპირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა 1000 კაცს აჭარბებს, პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა 300-350 კაცია. უამრავი ადამიანი ღებულობს კომპენსაციას და უზარმაზარ თანხებს, ვის ტერიტორიაზეც გზა გადის ან მითუმეტეს ვის ტერიტორიაზეც ხეა, ყველა გადარგული ან შემთხვევით დაზიანებული ხის ადგილზე ირგვება 10-15 ძირი ახალი ხე. ყველა ვინც რაიმე სახის შეფერხება ნახა ამ სამუშაოების გამო იღებს კომპენსაციას და თან უზარმაზარს. კეთდება უნიკალური დენდროლოგიური პარკი რომელიც გადაეცემა სახელმწიფოს და ამასთან ეს პარკი ემსახურება შეკვეთილის სანაპირო ზოლის ახალ საკურორტო ოაზისად ქცევას და აგრძელებს ატრაქციონების პარკის და საკონცერტო დარბაზის ამბავს. ეს არი სიმართლე და რეალობა თუ გინდათ. თუ სენსაციები და ჭორაობა გაწყობთ უყურეთ „რუსთავი 2"-ს."

 

მანჩო გიორგობიანი: „დენდროლოგიური პარკი, ისევე როგორც ბოტანიკური ბაღი ყველა სახელმწიფოს სიამაყეა, ვისაც ამის ფუფუნება გააჩნია...

 

ჩვენი ბოტანიკური ბაღის გაკეთებაც ასე დაიწყო, სხვადასხვა ქვეყნებში მოითხარა მცენარეები და აქ დაირგო... 200 წლის წინ დაიწყო მაგ ამბავი , მეფეთა ბაღიდან .. მერე კომუნისტები აფინანსებნენ, ახლა ბიძინას დაუჯდა რამდენიმე მილიონი მოწესრიგება-შენახვა.. ძვირი სიამოვნებაა, ყველა ქვეყანას არ აქვს ამის საშუალება...

 

დენდროლოგიური პარკიც იქნება საერთო მოხმარების. რამდენიმე ათეულ მილიონიანი სიამოვნებაა მაგის გაკეთება, მაგრამ მერე ყველგან ტურიზმის ცენტრია ხოლმე...მის გარშემო აუცილებლად განვითარდება ინფრასტრუქტურა...

 

მოკლედ, როგორც ბოტანიკური ბაღი გვეამაყება, ასე იქნება დენდროლოგიური პარკიც...

 

ხშირ შემთხვევაში, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს... თორემ ხეების მოჩეხვაზე მეც მეტირება, მას მერე რაც ხმელი წიფელი წავიკითხე..."

 

რაც თენგო ბოჭორიშვილმა და მანჩო გიორგობიანმა დაწერეს, ეგრეა ზუსტად. კეთდება უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც ემიჯნება ძალიან მაგარ სასტუმრო „პარაგრაფს". იქვე იწყება მუსიკოსების პარკი, რომელიც მთავრდება მუსიკალური შადრევნებით (დავესწარი მის რეპეტიციას და გავოგნდი, ისეთი ლამაზია), იქვეა „ბლექ სი არენა", შემდეგ „მინიატურული „საქართველო", ასევე ძალიან ლამაზია, მერე საბავშვო კომპლექსი „ციცინათელა" - ეს ყველაფერი გააკეთა ბიძინამ, თავისი ფულით, ჭაობი და ეკალ-ბარდები აქცია პატარა სამოთხედ. ვისაც ეს გულზე არ ეხატება, იგონებს ათასგვარ სისულელეს და ავრცელებს ჭორებს. რეალურად კი ეს კომპლექსი უკვე არის ამ რეგიონში ტურიზმის განვითარების უდიდესი სტიმული, იმის გარდა, რომ თავისთავად უკვე შესანიშნავი რამ არის. ასეა ეს...

გელა კურტანიძე".



http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=191&id=19909


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner