logo_geo
eng_logo
ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს!
- +

22 მარტი. 2018. 01:03



საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ Monde წერს.


კერძოდ, სარკოზის ბრალი წარუდგინეს პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების დაფარვაში.


20 მარტს სარკოზი სასამართლო მოსმენაზე მივიდა, სადაც ის პოლიციამ დააკავა. სასამართლოზე ლიბიის ხელისუფლების მხრიდან სარკოზის საარჩევნო კამპანიის უკანონო ფინანსირების საკითხი განიხილებოდა.


ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2007 წლიდან 2012 წლამდე ეკავა.


ნიკოლა სარკოზი საქართველოში 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა და რუსეთ-საქართველოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა.


2011 წელს ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ მამამისმა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიისთვის 50 მილიონ ევრომდე გამოყო. 2012 წელს ფრანგული გამოცემები კადაფისა და სარკოზის კავშირებზე წერდნენ, თუმცა ექსპრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner