logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: თანადგომას ვუცხადებ გამსახურდიებს!
- +

22 მარტი. 2018. 02:11


 

ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:


„ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს აქტიურობას არა მხოლოდ საგაზეთო პუბლიცისტიკით ან სატელევიზიო ინტერვიუებით არამედ მონაწილეობა მაქვს მიღებული თითქმის ყველა მიტინგებსა და მანიფესტაციებში რაც კი უკავშირდებოდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, კანონიერ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება მრგვალ მაგიდას! რადგან თავად ბატონი ზვიადი მიმაჩნია თავისუფლების სიმბოლოდ, ქართველ მაჰათმა განდიდ, მასში შერწყმულია ბოლივარი და გარიბალდი, ასეთად ვხედავდი მას სიცოცხლეში და სიცოცხლის შემდგომ, გოლგოთის გზაზე მავალს ერთი წუთითაც რომ არ შეუწყვეტია ფიქრი და დარდი საქართველოსადმი! მისი ნააზრევი თუ რა არის ჩვენი სიცოცხლე? თავად პასუხობს: ბრძოლაო! ჩემი ცხოვრების კრედოდ იქცა! არ შეგუება უკანონობისადმი, ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა და მუდმივი პროტესტი!

 

დღეს კვლავ ამ რთულ და ეკლით მოფენილ უსამართლობის აღმართზე ისევ და ისევ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებ გამსახურდიებს, დაე, მიზნამდე მიგვეხწიოს და სამართლიანობის აღდგენა ყოფილიყოს ჩვენი ბრძოლის საწინდარი!" - წერს შონია.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner