logo_geo
eng_logo
მუამარ კადაფის შვილი მზად არის, სარკოზის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს!
- +

22 მარტი. 2018. 02:17



ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილის განცხადებით, ის მზად არის დაამტკიცოს, რომ სხვა არალეგალურ ფონდებთან ერთად საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას მამამისიც აფინანსებდა. ამის შესახებ Middle East Monitor-ი წერს.


საიფ ალ-ისლამ კადაფის მტკიცებით, ის მოწმეა იმისა, თუ როგორ გადასცეს სარკოზის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს კლოდ გუანტუს ფული ტრიპოლიში.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლა სარკოზის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.


20 მარტს სარკოზი სასამართლო მოსმენაზე მივიდა, სადაც ის პოლიციამ დააკავა. სასამართლოზე ლიბიის ხელისუფლების მხრიდან სარკოზის საარჩევნო კამპანიის უკანონო ფინანსირების საკითხი განიხილებოდა.


ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2007 წლიდან 2012 წლამდე ეკავა.


2011 წელს ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ მამამისმა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიისთვის 50 მილიონ ევრომდე გამოყო. 2012 წელს ფრანგული გამოცემები კადაფისა და სარკოზის კავშირებზე წერდნენ, თუმცა ექსპრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner