logo_geo
eng_logo
სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

22 მარტი. 2018. 10:56


 

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს,  დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს - ზ.შ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.შ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner