logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის განადგურებით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა
- +

22 მარტი. 2018. 11:48

 

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, როგორც შოთაძემ განმარტა, ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ყველა საგამოძიებო მოქმედება იქნება ამოწურული.

 

„ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა ექსპერტიზა, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა. ჩატარდა ყველა სამართლებრივი და საექსპერტო პროცედურები, რაც ყველა მსგავს შემთხვევაში ტარდება ხოლმე. ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს, ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურავთ საგამოძიებო მოქმედებებს, დავასრულებთ გამოძიებას, მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდგომ ვისაუბრებთ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner