მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე ხდება.
„ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთის პროკურატურამ მომართა საქართველოს. თურქეთის პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს ექსტრადირების პროცესი. ამ შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს მხარეს და თურქეთის რესპუბლიკის გამოძიების საფუძველზე ხდება ექსტრადირების პროცესის განხილვა და ეს პროცესი გრძელდება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში, თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ.
ჩაბუქს 19 თებერვალს წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი შეუცვალა. მისი მოთხოვნის საფუძველზე, ჩაბუქი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო.