logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: „ქართული მარშის“ წევრებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
- +

22 მარტი. 2018. 12:22

 

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, „ქართული მარშის" წევრებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

 

„ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით დაკავებულია 6 პირი. ბრალის წარდგენა ოფიციალურად მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასებებისგან მე თავს შევიკავებ. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოხდება საქმეზე შეგროვილი ყველა მტკიცებულების შეფასება და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. ეს იქნება პირველადი ბრალი, გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში", - განაცხადა შოთაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner