logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: აზერბაიჯანული მხარისგან ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას
- +

22 მარტი. 2018. 12:33



საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, რისი ჩატარებაც საქართველოში შესაძლებელი იყო.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მიმართა სამართლებრივი თხოვნით მუხთარლის დაკითხვასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.


„საქართველოში ათეულობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. ფაქტობრივად, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, რაც საქართველოში შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო. ჩვენ სამართლებრივი დახმარებები გაგზავნილი გვაქვს აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოებში - კონკრეტულად ვითხოვთ მუხთარლის დაკითხვას, ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას და კიდევ სამართლებრივი დახმარება გვაქვს გაგზავნილი და ვითხოვთ იმ განაჩენს, რომელიც აზერბაიჯანში დადგა მუხთარლის მიმართ, რათა დავადგინოთ ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რასაც აზერბაიჯანული მხარე მუხთარლის ედავება. ამ ეტაპზე არ გვაქვს შესაბამისი პასუხები მიღებული აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან და ველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა შოთაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner