logo_geo
eng_logo
ჯონ ბრენანი: შესაძლოა, რუსებს აშშ-ს პრეზიდენტზე რაღაც აქვთ, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია
- +

22 მარტი. 2018. 12:52



აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ რუსეთს აშშ-ს პრეზიდენტზე რაღაც აქვს, ამიტომაც დონალდ ტრამპი დაძაბულია.


მისი თქმით, სხვაგვარად რთულია დონალდ ტრამპის ვლადიმირ პუტინისადმი თბილი დამოკიდებულება ახსნა.

 

„ვაცხადებ, რომ შესაძლოა, რუსებს რაღაც აქვთ დონალდ ტრამპზე, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია. ტრამპმა ჩვენზე უკეთ იცის აქვს თუ არა რუსებს მასზე რამე", - განაცხადა ჯონ ბრენანმა.


მისივე თქმით, რთულია დონალდ ტრამპის ქმედებების ახსნა, როდესაც საქმე პუტინს ეხება.


„ჩემი აზრით, რთულია დონალდ ტრამპის ქმედებების ახსნა თუ რატომ დაიჭირა მან ასეთი პოზიცია პუტინთან მიმართებაში. აქ კვლავ იმას ვუბრუნდებით, რომ შესაძლოა, რუსებს რამე ჰქონდეთ მასზე", - აღნიშნა ბრენანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner