logo_geo
eng_logo
ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულების საქმის პროკურორი: დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე არ მოუმართავს
- +

22 მარტი. 2018. 16:00



ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულების საქმის პროკურორის გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულების ბაადურ ჩოფანაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაცვის მხარე თუ საპროცესო გარიგების შეთანხმების თაობაზე ბრალდებას მიმართავს, ამას განიხილავენ.


„ამ ეტაპზე დაცვის მხარეს ჩვენთვის არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. თუ მოგვმართავენ, შესაბამისად, განხილული იქნება", - განაცხადა ხაჩიძემ.


როგორც ცნობილია, ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული რვა პირიდან ორის- გორნაკაშვილის და ჩოფანაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. შესაბამისად ცალკე დარბაზში მიმდინარეობს.


პროკურორის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობენ.

 

„ჩვენს მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, არის მოწმეთა ჩვენებები. აგრეთვე არის წერილობითი მტკიცებულებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. შესაბამისად, დღეს განიხილება მათი დასაშვებობის საკითხი. ამ ეტაპზე დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმებისთვის არ მოუმართავს", - განაცხადა ხაჩიძემ.


პროკურორის განმარტებით, რვა ბრალდებულიდან ორის საქმე ცალკე წარმოებად საქმის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყო.


რაც შეეხება დანარჩენი ექვსი ბრალდებულის სასამართლო სხდომას, ის ჯერჯერობით არ დაწყებულა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner