„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის რაიონის სოფელ დიდ დმანისში მომხდარი ცემის ფაქტზე გამოძიება, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 22 მარტს, 00:08 საათზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დმანისის საკრებულოს წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ შ. ა.-მ მოქალაქე მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, პოლიციამ უკვე გამოკითხა როგორც დაზარალებული მოქალაქე, ისე საკრებულოს წევრი. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველო აწარმოებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.