logo_geo
eng_logo
სოლსბერიში კიდევ ერთი პოლიციელი გადაიყვანეს საავადმყოფოში
- +

22 მარტი. 2018. 21:26



სოლსბერიში კიდევ ერთი პოლიციელი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი" წერს. როგორც ვარაუდობენ, ის მოწამლულია.


ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, სამართალდამცველს კანი აქვს გაღიზიანებული. პოლიციაში ჯერ მომხდარის შესახებ კომენტარისგან თავს იკავებენ.


შეგახსნებთ, რომ 4 მარტს სოლსბერიში ყოფილი რუსი მზვერავი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის მოწამლეს. მათთან ერთად მოიწამლა ერთი პოლიციელიც.


დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner