logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვითხოვ, დამკითხონ!
- +

15 თებერვალი. 2016. 18:37


 „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰააგის პროკურატურასთან თანამშრომლობას გეგმავს. მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის საერთაშორისო პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ამ თემასთან დაკავშირებით ლორთქიფანიძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.



„მე, როგორც რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრს, ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციასა და დოკუმენტზე მიმიწვდებოდა ხელი.

 

გარდა ამისა, უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გელა ბეჟუაშვილის, ზაზა გოგავას, კახა ლომაიას, ვლადიმერ გურგენიძისა და სხვა იმჟამინდელი მაღალჩინოსნების დაკითხვაში, რომელიც საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, დამიგროვდა საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჰააგის პროკურორის, ქალბატონი ფატუ ბენსუდას  ოფისისათვის საინტერესო უნდა იყოს!

 

დიახ, მიმაჩნია, რომ ჰააგის პროკურორისთვის ფასეული ინფორმაციის მიწოდება შემიძლია და ვითხოვ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოწმის სახით დამკითხონ", - გამაცხადა ლორთქიფანიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner