logo_geo
eng_logo
ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ვინაობა ცნობილია
- +

22 თებერვალი. 2016. 21:29



ფონიჭალაში მოკლული 35 წლამდე ქალბატონი ნონა რომანაძეა -მისი შვილი, 3 წლის გოგონა კი მ-ა. მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორიაა, რომელიც შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. გარდაცვლილების მეზობლები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან.


ნონა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო მისი 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner