logo_geo
eng_logo
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიოში უდიდესი წყლის რეზერვი ააშენეს!
- +

22 მარტი. 2018. 23:48



1960 წლისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 90 000 ადამიანი ცხოვრობდა. დღესდღეობით ეს რიცხვი 100 000-ს უკვე ბევრად აჭარბებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად უდაბნოში აღმოჩენილი ნავთობიც შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ამ ფაქტისა, ქვეყნის მაცხოვრებლები წყლის დეფიციტს განიცდიდნენ. აქვე უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ქვეყანაში თითოეულ მოსახლეზე ყოველდღიურად 600 ლიტრი წყალი იხარჯება. ამიტომ უწყლობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პრობლემა იყო, რომელიც დღესდღეობით უკვე მოგვარებადი და დაძლევადია. 2018 წლის 15 იანვარს აბუ-დაბიში მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის რეზერვუარი გაიხსნა. ეს ქვეყნისთვის დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც პრობლემის აღმოფხვრისკენაა მიმართული. წყალსაცავი ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, ლივას უდაბნოს მიწის ქვეშ აშენდა და მდებარეობს ზღვის წყლის მარილებისგან გამწმენდი ნაგებობებიდან 160 კილომეტრის დაშორებით. წყალსაცავი დაახლოებით 26 მილიარდ ლიტრ წყალს მოიცავს, ასავსებად კი 26 თვე სჭირდება. საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, რეზერვი მოსახლეობას ერთი დღის განმავლობაში 100 მილიონი ლიტრი წყლით მოამარაგებს.


რეზერვის წყალი ქვეყანაში წყლის მოხმარების მხოლოდ მცირედი ნაწილია, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროებში ყოველდღიურად ექვს მილიარდ ლიტრ წყალს მოიხმარენ. ამხელა რაოდენობა იმითაა განპირობებული, რომ ის იხარჯება ისეთ აღჭურვილობებზე, როგორებიცაა გოლფის მოედნები, უზარმაზარი გასართობი პარკები, წყლის ავზები და ასე შემდეგ.


უდიდესი მასშტაბების გარდა იმაზე ფიქრიც, რომ ქვეყნის წყლის რეზერვი უდაბნოს ქვეშ არის მოქცეული, გამაოგნებელია. რეზერვის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 450 მილიონი დოლარი დაჯდა. წყალი დაახლოებით 1 მეტრის დიამეტრის მქონე მილების საშუალებით ტრანსპორტირდება. ეს მილები უდაბნოში მაღალი სიზუტის შედუღებით ჩააშენეს, რამაც მათი ჰაერგაუმტარებლობა გამოიწვია, რაც დაახლოებით მინიმუმ 50 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. პერფორირებული მილების საშუალებით კი წყალი მიწიდან იყრება და წყალშემცველი ფენების დახმარებით ჟონავს. აქვეა 300 ჭაბურღილიც, რომლებიც ავსებს, აუმჯობესებს და იცავს ფენების წყალს.


ზღვის წყლის მარილებისგან გამწმენდი ნაგებობი შეიძლება შტორმმა, ტალღებმა, კლიმატის რადიკალურმა ცვილელებებმა დაანგრიოს. ამიტომ ეს უკანასკნელნი არცთუ ისე სანდოა. ამიტომ გაჩნდა წყლის მიწოდების ალტერნატიული იდეაც. როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა აცხადებს, რეზერვის მშენებლობის დროს მიღებული გამოცდილება რეგიონალურ პარტნიორებსაც გაუზიარდება. ეს კი ამგვარი პროექტების აშენების გაიაფებას გამოიწვევს, რაც თავისთავად კარგი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წყლის დეფიციტს განიცდიან.



წყარო http://metra.ge



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner