კიევის მეტროში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ხელყუმბარა აღმოაჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქციებზე დადიოდა.
ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია განმარტებისთვის „ახალ ძალთა მოძრაობას" მიმართავს, რომლის ლიდერი სწორედ მიხეილ სააკაშვილია.
გერაშჩენკომ აღნიშნა, რომ მამაკაცის დაკავება უმაღლეს რადაში ნადეჟდა სავჩენკოს პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვას დაემთხვა.
კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებული მამაკცი ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილდებოდა.