logo_geo
eng_logo
„უცნობი დარჩა შინდისში წამოსული ექიმი ქალების გმირობა!“ - დეკანოზი ანდრია აგვისტოს ომს იხსენებს!
- +

23 მარტი. 2018. 00:22


 

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 2008 წლის აგვისტოს ომი და უცნობი გმირების ისტორია გადაცემა „რეაქციაში" გაიხსენა.


„2008 წელს მე და ჩემი მეგობარი წავედით გორში, გზაში ვიყიდეთ გაზის ბალონები, ვიყიდეთ პური და საწვავი. წავედით ძეგვის გზიდან, რა თქმა უნდა, აქედან გადაკეტილი იყო. გორში ჩასულები შევხვდით ამ სიმძიმეს, რაც მაშინ გორში იყო, ქუჩაში დარჩენილი მოხუცები პურის რიგში ჩადგნენ მანქანასთან. მეუფეს გადავეცით ეს საწვავი, სანამ იქ ვტრიალებდით ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ დაჭრილი ჯარისკაცები ჰყავს შინდსიში მეოთხე დღეა. არც წამალი აქვს და უკვე ცხელოდა. სახლში ჰყავდა შეფარებული. ეს არის ცნობილი სენაკის ბატალიონიდან გადარჩენილი ჯარისკაცები, მაშინ ჩვენ 5 ჯარისკაცი გამოვიყვანეთ.

 

აი ამ უვაჟკაცესმა ქალბატონმა, გიგა ოთხოზორიას დედამ თქვა, რომ ბევრი ადამიანის გმირობა ჩაიკარგა და გამოჩნდა არანაკლები გმირობა, რაც ჩვენ სხვებზე ვიცით. სწორედ ასე უცნობი დარჩა ჩვენთან ერთად შინდისში წამოსული ექიმის გმირობა, რომლებიც გორის ჰოსპიტალიდან წამოგვყვნენ. დიახ, ბევრი გმირის ისტორია არ იცის საქართველომ. ძალიან დიდ აღტაცებას და პატივს იმსახურებენ ეს ქალბატონები, რომლებიც უდიდესი რისკის ქვეშ წამოვიდნენ. მამაკაცებს შეიძლება არ გვიკვირდეს რისკი და ბევრს არ ვყვებოდეთ ამის შესახებ, მაგრამ...

 

ეს კაცი, რომელიც დაგველაპარაკა ფეხით გაუყვა გადახრიოკებულ რეგიონს, სადამდეც 12 კილომეტრი იყო. არც დაგველოდა ჩვენ რას ვიზამდით, გაგვაფრთხილა და წავიდა, რომელსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაჭრილი ჯარისკაცები შეფარებული ჰყავდა. მაშინ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე კახა ლომაია იყო. მივმართეთ მას, მივმართეთ ბორისოვს, ასევე იყო მეორე გენერალი, რომელიც უხასიათო აღმოჩნდა და საერთოდ არც დაგველაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლის ნებართვას არავინ გვაძლევდა, მაინც უნდა წავსულიყავით, მაგრამ მაინც წავედით. ბოლოს ერთმა რუსმა კაპიტანმა თუ ვიცე-პოლკოვნიკმა გამოგვაყოლა „უაზიკის" ტიპის ავტომანქანა რამდენიმე რუსი ჯარისკაცით, რადგან სანამ შინდისში ჩავიდოდით რამდენიმე შიარაღებული ბლოკპოსტი უნდა გაგვევლო.

 

ლომაიამ რაც მოახერხა ის იყო, რომ ორი სანიტარის მანქანა გამოაყოფინა ჰოსპიტალს და კოლონით გავემართეთ. ეს ქალებიც ჩვენთან ერთად იყვნენ, საოცარი იყო მათი დამოკიდებულება მივაღწიეთ იქამდე. პირველ ბლოკზე დიდ გაუგებრობაში აღმოვჩნდით, იმ ჯარისკაცებს შორის რომლებიც ჩვენ მიგვაცილებდნენ და ვინც ბლოკპოსტზე იყვნენ, მოხდა კონფლიქტი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს იარაღი გადაუტენეს და ეს ქალები არანაკლებ თავდადებულად იქცეოდნენ. რომ ჩავედით იქ, ჯარისკაცების ჭრილობები საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო უკვე იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა. ეს ქალები ჯარისკაცებს საკუთარი შვილებივით ექცეოდნენ და ყველანი გადარჩნენ.

 

მე ვეცადე მომეძებნა. გადაცემაში ამ ამბის მოყოლის მთავარი მოტივაციაც ეს იყო. მქონდა მოძებნის მცდელობა, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და შსს-ს. ძალიან სასიხარულო იქნება თუ ვინმე გვეტყვის სახელებსა და გვარებს და ამ ადამიანებს გამოარჩევს", - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner